საჩხერის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, პოსტერები შექმნეს
15-07-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო English Book Education-ის მიერ ორგანიზებული სააღდგომო კონკურსი. მასში VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. 

მოსწავლეებმა თემატური პოსტერი „აღდგომა ბრიტანეთში“ შექმნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მეექვსეკლასელებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

„პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ბრიტანეთში არსებულ სააღდგომო ტრადიციებს, რაც ითვალისწინებდა მათი კულტურული ცნობიერების ამაღლებას.
განსაკუთრებული მადლობა ინგლისური ენის მასწავლებელს ნანა დარბაიძეს და თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203