ხვანჭკარის საჯარო სკოლის მასწავლებლები რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
15-07-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ხვანჭკარის საჯარო სკოლის მასწავლებლები - ლელა გეწაძე, ირინა მეტონიძე და რუსუდან ყიფიანი მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში ჩაერთნენ. მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ, რისთვისაც სერტიფიკატები გადაეცათ. 

ეს პედაგოგები ასევე მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში.

სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203