ჩიხის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს
15-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძებით აღინიშნებოდა. 

გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იყო. მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ თეა იაკობაშვილის ხელმძღვანელობით, ასფალტზე ხატვის კონკურსი გამართეს. 

გარდა ამისა, სკოლაში გასართობი ცენტრის ანიმატორები მიიწვიეს. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ანიმატორებმა კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს და უდიდესი ბედნიერება მიანიჭეს, მადლობა მათ ამ დღის ასეთი გალამაზებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203