ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებმა - აჩიკო შამილიშვილმა და დიმიტრი ჩიბურდანიძემ ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
15-07-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

მოსწავლეებმა აჩიკო შამილიშვილმა და დიმიტრი ჩიბურდანიძემ ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. 

მათ თავიანი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. შედეგად,  აჩიკო შამილიშვილმა მეორე, ხოლო დიმიტრი ჩიბურდანიძემ მესამე ადგილი დაიკავა.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ.

„U15 და U17 წლამდე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე  გამარჯვებულ-პრიზიორები 67კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდენ.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და უსურვებს სამომავლო წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203