დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი მოსეშვილი ლატვიაში სასწავლო ბანაკში გაემგზავრება
15-07-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

მათ შორისაა წარჩინებული მოსწავლე ნინი მოსეშვილი, რომელიც ლატვიაში გაემგზავრება. ტრენინგები ჯანსაღი ცხოვრების წესზე გაიმართება. 

ბანაკში 5 ქვეყნის - ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სკოლები მოსწავლეები ჩაერთვებიან. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„Healthy Lifestyle Camp - ბანაკში ტრენინგები ჩატარდება ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ბანაკის  პარტნიორები არიან: Noorteühendus Life Zone – Estonia, Youth Leaders Coalition – Latvia, Media Sapiens Network – UK, Horizontal Connections – Ukraine, Start Now – Georgia.
ნინი მოსეშვილი ბანაკში ჩვენს ქვეყანას წარადგენს.
სკოლა წარმატებულ, ნაყოფიერ დღეებს უსურვებს ნინის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203