„მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს“-ვაზიანის N2 საჯარო სკოლა წარჩინებული მოსწავლეებით ამაყობს
15-07-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში 2021 - 2022 სასწავლო ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

წელს სკოლას ოთხი ოქროს მედლის კანდიდატი: თამარი აბულაძე, ნინო​ არღვლიანი, ნინო გაფრინდაშვილი და თამარი ჩოხელი ჰყავს.

გარდა ამისა, სკოლაში წელს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 6 კანდიდატი: მარიამი აბრამიშვილი, ქეთი ბერიძე, ლია​ კახაბრიშვილი, სეირანი ბალასანიანი, ლიკა გურჩიანი და ნინო ნარიმანიძე არიან.

აღსანიშნავია, რომ ოთხი წარჩინებული მოსწავლე: ირაკლი მარგიანი, ალექსანდრა დეკანოსიძე, მარიამ შევჩუკი და ანა ყაჭეიშვილი ამავე პროგრამის ფარგლებში „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპებით უკვე დააჯილდოვეს.

„მინდა კვლავ მრავალი წარმატება ვუსურვო ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მთლიანად სკოლას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

ოქროს მედალი კი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203