გაიცანით, ახოს საჯარო სკოლის ბეჯითი მეორეკლასელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებს
მეორეკლასელი მარიამ ბოლქვაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის ბეჯითი მოსწავლეა. ის ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.მარიამს მისი წარმატების დამადასტურებელი არაერთი დიპლომი აქვს მოპოვებული, რაც მისი ოჯახის, დამრიგებლისა და სკოლისთვის ნამდვილად საამაყოა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.