მაიდნის საჯარო სკოლის ოთხ წარჩინებულ მოსწავლეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცა
14-07-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპები გადაეცათ. 

კომპიუტერები მარიამ ჯანგველიძემ, ნინი მიქაძემ, თეკლე მალანიამ და ლილი თაკვარელიამ დაიმსახურეს. ისინი წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან. 

მათ სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.


„ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ახარებთ მათი წარმატება და წინსვლას უსურვებენ. მათ სჯერათ, რომ თითოეული მოსწავლე დასახულ მიზანს მიაღწევს და მათი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203