აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
14-07-2022
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი სანიკიძე, ანანო ხარჩილავა, ალექსანდრე ცობეხია და ალექსანდრე ჭანტურია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.