„თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება“- მერჯევის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
14-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა. 

მათ სკოლაში წარმატებას, წინსვლასა და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები მათ განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, ჩემო პატარა მეგობრებო !
გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების დიდ და საინტერესო ასპარეზზე გასვლას, რაც უდიდესი მოვლენაა თითოეული თქვენგანისთვის. ის, რაც აქამდე თქვენი ყოველდღიურობა იყო, დღეიდან მარად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.
თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.
ბედნიერება, წარმატებები და გამარჯვებით განცდილი სიხარული გდევდეთ ცხოვრების საინტერესო და მრავალფეროვან გზებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203