„დამსახურებული საჩუქარი ჩვენს საამაყო ბიჭებს!“- მელაურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
14-07-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მათე უღრელიძე და ტარიელ უღრელიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„როცა კენწეროში ტკბილდების -  განათლების სამინისტროს დამსახურებული საჩუქარი ჩვენს საამაყო ბიჭებს!  განსაკუთრებულ სიამაყეს გრძნობ, როდესაც ჯადოსნური სამკუთხედის ყველა კუთხის: მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის ღვაწლი თანაბრად ფასდება.
ვულოცავთ, მათე უღრელიძესა და ტარიელ უღრელიძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და დირექციისა და მთელი პედკოლექტივის სახელით, ვუსურვებთ უამრავ წარმატებას ცხოვრების საინტერესო გზაზე“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203