დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე ლიზი გაბიძაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში მონაწილეობდა
14-07-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გაბიძაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ინგლისურენოვან ესეების კონკურსში მონაწილეობდა.

კონკურსი უნივერსიტეტმა Webster-მა აბიტურიენტებისთვის ჩაატარა. 

ლიზი გაბიძაშვილი მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მან საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და საინტერესო თემატური ესსე დაწერა.

მისი პედაგოგი ლამზირა ოქროპირიძეა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ. 

„ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე - ლიზი გაბიძაშვილი. 
ლიზიკო, გვიყვარხარ და გვეამაყები. განათლება გამარჯვების საწინდარია“,- წერია სკოლის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203