
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლა წელს ერთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
ის საზეიმოდ გააცილეს და წარმატება უსურვეს. ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა. სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა, გარემო ფერადი ბუშტებით იყო მორთული.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ.
„სკოლა ულოცავს საქართველოს ყველა მე-12 კლასელს სკოლის დამთავრებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს.
ვასილ, გისურვებთ წარმატებით გევლოს შენი ცხოვრების ახალ გზაზე ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ გვეამაყები და გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს სკოლას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: