მისაქციელის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა „ცოდნის ზეიმი“
14-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში მხიარული, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მათი კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი ეკა რევაზიშვილი იყო.

„საოცარი ცოდნის ზეიმი მოაწყვეს ჩვენმა მე-4 კლასის აღსაზრდელებმა.
ვულოცავთ, მათ ცოდნის ახალ საფეხურზე გადასვლას, სიკეთით, სიყვარულით და ია-ვარდებით მოფენილ ცხოვრების გზას ვუსურვებთ.
დიდი მადლობა კლასის ხელმძღვანელსა და მშობლებს გაწეული შრომისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203