ნატახტრის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი საზეიმო ღონისძიებით შეაჯამეს
14-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით კლასში მხიარული, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„დავასრულეთ მეოთხე კლასი!
სიხარულითა და ბედნიერებით სავსე დღე!
მადლობა ყველა მასწავლებელს, ვისთან ერთადაც, ან დახმარებით გამოგვივიდა ასეთი ლამაზი დღე.
ბავშვებო, ვამაყობ თითოეული თქვენგანით! მიყვარხართ, წარმატებებს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203