
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრა. დირექცია და პედაგოგები სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ. პედაგოგებს და მოსწავლეებს არ ავიწყდებოდათ არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა.
მათ შორის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო. ამ დღეს დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს.
„ამ დღეს, როგორც ყოველთვის ჩვენი სკოლა, ტრადიციულად, ზეიმობს სხვადასხვა გასართობი აქტივობებით და მასპინძლობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე