სორმონის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
14-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობდნენ. 

მათ შორის, 10 ივნისს ჩატარდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“, რომელიც მიზნად ისახავდა წლის განმავლობაში შესწავლილი და განხორციელებული აქტივობების შეჯამებას.

„ღონისძიება საკმაოდ მხიარულად, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. წარმატებებს ვუსურვებთ კობა მასწავლებელს და ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203