ქობულეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ
14-07-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სკოლა წარჩინებულმა მოსწავლეებმა მედალზე დაასრულეს რისთვისაც, მედალოსან მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისთვის სიგელები გადასცა.

„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, კიდევ მრავალჯერ ეხარებინოთ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203