იანეულის საჯარო სკოლის წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში 
14-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ მიერ ორგანიზებულ პროექტში „გაამწვანე სკოლის ეზო“ აქტიურად ჩაერთო.

მოსწავლეები და პედაგოგები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

პროექტში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგების მიღწევისათვის სკოლა დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლები მოსწავლეების განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203