ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
14-07-2022
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებელთა კონფერენცია.

მასწავლებელთა VIII მუნიციპალური კონფერენცია - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში” ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა.

კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებს - მაია ლორთქიფანიძეს და ეთერ მჭედლიშვილს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203