თბილისის N192 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ლიტერატურული სასამართლო პროცესი მოაწყვეს
14-07-2022

თბილისის N192 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. მთელი წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობდნენ და მათი ნიჭის, ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია მეოთხეკლასელთა მოწყობილი ლიტერატურული სასამართლო პროცესი. 

„ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საუცხოო პროცესად აქციეს - პატარა ჭკას სასამართლო მოუწყვეს.

ვის არ ნახავდით აქ: მოსამართლეს თუ პროკურორს, ბრალდებულს თუ ბრალმდებელს, უფლებადამცველებიც არ დავიწყებიათ, გოდერძი ჩოხელის ცასწავალა და მოლაღურიც მოუყვანიათ მოწმეებად. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს სთხოვა გადაეწყვიტათ პატარა ჩიტის ბედი. მათაც დიდხანს არ უმსჯელიათ, ერთხმად შეიწყალეს უდანაშაულო. მიზანი მიღწეულია - 192-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასი ყოველთვის წინ აღუდგება უსამართლობას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203