სატივის საჯარო სკოლის მოსწავლე დარეჯან (დადუ) ქუთათელაძემ მარათონულ გარბენში მეორე ადგილი დაიკავა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ.
მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
ხაშურში გამართულ მარათონულ გარბენში სკოლის მოსწავლე დარეჯან (დადუ) ქუთათელაძემ მეორე ადგილი დაიკავა.
გარბენი „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა. მასში მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო და საკუთარი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა.
მისი მიღწევით სკოლაში ამაყობენ.
„ვულოცავთ მას მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ მომავალში წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: