ქუთაისის N23 საჯარო სკოლის შემოქმედ მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა
14-07-2022

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის შემოქმედ მოსწავლეებთან, ქუთაისის მერიის მხარდაჭერილი ახალგაზრდულ პროექტის - „მეოცნებე ნიამორები“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ხუციძე, ქართული ენის კათედრის მასწავლებლები - ქეთევან ფურცელაძე, ელისო ჯინჭველაშვილი.

შეხვედრის საგანმა და მსვლელობამ მონაწილეებში გამოიწვია დიდი ინტერესი.

დასასრულს გაიმართა ინდივიდუალური საუბრები, მსმენელებმა და დამსწრეებმა ერთმანეთს თავიანთი შემოქმედება გააცნეს.

ინტერაქტივს უძღვებოდნენ მერაბ კვიცარიძე და თამაზ ცხადაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203