გომის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ
14-07-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინო გელაშვილი, მარიამ მოსიაშვილი, მანანა ცხოვრებაძე, დავით ბედოშვილი, ალექსანდრე ნადირაძე, ანი ცხოვრებაძე, ლილი გულიაშვილი და ლუკა ლურსმანაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის წარმატებულ მოსწავლებს საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები. გისურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს