ქობულეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული კომპიუტერით დაჯილდოვდა
14-07-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის 2 მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს ამ წარმატებას და უსურვებენ წინსვლას შემდეგ საფეხურზე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203