ბოლნისის N1 სკოლის მოსწავლე მარიამ ღუღუნიშვილი უნივერსიტეტის ტრენინგის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდა
14-07-2022
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო კურსებსა და ტრენინგებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-10 კლასის მოსწავლის, მარიამ ღუღუნიშვილის წარმატება.

მეათეკლასელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსი (Street Law)“-ის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

„თქვენი ყველა წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გისურვებთ წარმატებებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203