ილემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
14-07-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„უკვე ტრადიციად აქცია სახელმწიფომ დაასაჩუქროს ის წარჩინებული მოსწავლეები რომლებიც წარჩინებით ასრულებენ საბაზო საფეხურს. ამ მხრივ გამონაკლისს არც ილემის სკოლა წარმოადგენს. ცხელი ზაფხულის მიუხედავად კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ ჩვენი ყოჩაღები, სასკოლო საზოგადოება ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებულ ცხოვრებას უსურვებს მათ. უფალს ვთხოვთ სამომავლოდ უფრო მეტი მოსწავლე ფლობდეს წარმატებულის სტატუსს“,- აღნიშნავს ილემის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ციალა გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203