ფოთის N12 საჯარო სკოლაში რეკლამების კონკურსის გამარჯვებული კლასები დაჯილდოვდნენ
14-07-2022
ფოთის N12 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ კონკურსი ჩატარდა.
მათ შორის, აღსანიშნავია სასკოლო კონკურსი „ჩემი სკოლის რეკლამა“, რომლის გამარჯვებული მე-6 კლასი გახდა, ხოლო ნომინაციაში - „სკოლის ფავორიტი რეკლამა“ მე-11 კლასმა გაიმარჯვა.
წარმატებული კლასები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სკოლა ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და კვლავ უამრავ წარმატებას უსურვებს.