თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
14-07-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებული ახალგაზრდები, განსაკუთრებით ვულოცავთ თეკლე ახალაიას, ბედნიერი მომავალი თქვენ...“,-აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.