ქვემო ნატანების საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ
14-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
XII კლასის ექვს მოსწავლეს - ქეთევან კალაჯიშვილს, ოლღა ღლონტს, ანამარია მიმინოშვილს, ნია ნაკაიძეს, ნინო ვაშალომიძეს, ამირან მიმინოშვილსა და XI-კლასელ ლულუ კილაძეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
ჯილდო მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ლავრო კოსტავამ კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.