„თქვენი მომავალი დასახული მიზნების შესრულებაა!“- თბილისის N12 სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდნენ
14-07-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ წარჩინებულ მოსწავლეებს! მუდამ წარმატებებით გევლოთ!!!
თქვენი მომავალი დასახული მიზნების შესრულებაა!!! სიყვარულით N12 საჯარო სკოლა“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203