
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - სალომე ბოლქვაძე და ნინი ბერიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლა ულოცავს სალომე ბოლქვაძესა და ნინი ბერიძეს ამ წარმატებას.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, 2019/2020 და 2020/2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა [დამრგვალების გარეშე] პორტაბელური კომპიუტერები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: