
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეები - ანა ტაკიძე და ლინდა მესხიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეთა დამრიგებელი ნათია ხაბაზი გახლავთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ანა ტაკიძესა და ლინდა მესხიძეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: