
სამტრედიის N7 საჯარო სკოლის ხუთი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები დირექტორმა, მარინა გოგიშვილმა საზეიმოდ გადასცა.
მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.