იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ეთერ სიხარულიძის მრავალფეროვანი, საინტერესო და გამორჩეული გაკვეთილები
14-07-2022

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ეთერი სიხარულიძის შთამბეჭდავი გაკვეთილები. რომელთა შესახებ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე დეტალურად აირს მოთხრობილი. 

„ჩვენი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ეთერი სიხარულიძის მრავალფეროვანი, საინტერესო და გამორჩეული გაკვეთილების შესახებ გვინდა მოგითხროთ:

მეორე სემესტრში მე-9 კლასში ჩატარდა კომპლექსური გაკვეთილი თემაზე: მდ.რიონი და მისი მნიშვნელობა ქალაქის პოპულარიზაციისათვის ტურისტული პავილიონების მოწყობაში.

გაკვეთილის პირობიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, გაითავისეს გაკვეთილის მიზანი, წარმოადგინეს თემის შესაბამისი დიორამები, პოსტერები, ბუკლეტები, სურათები. გაკვეთილი მეტად საინტერესო იყო.

გაკვეთილის დასკვნითი მუშაობა გაგრძელდა მდინარე რიონის ხეობაში, კერძოდ, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც თვალნათლივ ნახეს მათ მიერ წარმოდგენილი მასალები, თუ რა როლს ასრულებს მდინარე რიონი ქალაქის განაშენიანებაში.

მე-9 კლასის მოსწავლეები, გაკვეთილის თემებიდან გამომდინარე, იყვნენ ქალაქის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ნასწავლი თეორიული მასალა დაუკავშირეს პრაქტიკულ მასალებს. ექსკურსია მეტად საინტერესო იყო,მოსწავლეებმა საკუთარი ემოციები მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერეს.

მე-9 კლასში ჩატარდა კომპლექსური გაკვეთილი თემაზე: ბუნებრივი კატასტროფა კახეთში, კერძოდ ღვარცოფი, მდ.დურუჯსა და კაბალზე.

მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ შემდეგი დავალება: რა უნდა გააკეთონ, იმის შესახებ, რომ აამაღლონ მოსახლეობის ცნობიერება

კატასტროფების მიმართ, ქცევის წესების შემუშავება, თვალსაჩინოებების, სურათების, პოსტერების, ვიდეო მასალების გამოყენებითა და ბროშურების წარდგენით. მოსწავლეებმა, მეტად საინტერესო მასალები წარმოადგინეს. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს დედამიწის დღესთან დაკავშირებულ კვირეულში, შექმნეს პოსტერები და ვიდეო მასალები.

ეთერი მასწავლებელს და მის მოსწავლეებს, სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ვულოცავთ. დარწმუნებული ვართ, მომავალი სასწავლო წელიც ბევრად საინტერესო და აქტიური იქნება მათთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203