ბათუმის N25 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
ბათუმის N25 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
პორტაბელური კომპიუტერები შემდეგ მოსწავლეებს: გიგი სირაბიძეს, ნათია ღოღობერიძეს, თათია აბულაძეს, ნინი სურმანიძეს, გიო ჩოგაძეს და ანასტასია სიმონიშვილს გადაეცათ.
„ყოველი მოსწავლის წარმატება, სკოლის და მასწავლებლის წარმატებაა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.