ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 7 მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდა
14-07-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა 7 მოსწავლეს. სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინენული კურსდამთავრებულები არიან:

1.ანა შამილიშვილი;

2.სალომე ბერიძე;

3.თაკო პატარიძე;

4.გიორგი მამულაძე;

5.საბა ცეცხლაძე;

6.ლანა მოფინაძე;

7.მარიამ ჯიჯავაძე.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203