„გვიყვარხართ და გვჯერა თქვენი მომავლის“ - ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
13-07-2022
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ბექა ჯალაღონიას და საბა ქოიავას პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებები, ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს. ეს მცირედია იმ საჩუქრების, რაც თქვენთვის და ჩვენი აღსაზრდელებისთვის გვემეტება. გამოიყენეთ სწავლაში, განვითარებაში, მომავლის საკეთილდღეო საქმეში ეს ქვეყანა თქვენ და თქვენს თაობას იმედით შემოჰყურებს... ეს ქვეყანა თქვენია... გვიყვარხართ და გვჯერა თქვენი მომავლის...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203