ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზო გიოგაძე წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდა
13-07-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე რეზო გიოგაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. რეზო გიოგაძემ სკოლის საბაზო საფეხური 2019-2020 სასწავლო წელს 10 ქულაზე დაამთავრა.
სკოლის დირექციისა და პედაგოგებისთვის მოსწავლის წარმატება საამაყოა.
„ჯვარისის საჯარო სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეს და თითვეულ პედაგოგს. უამრავი ასეთი წარმატება ჩვენს სკოლას გილოცავთ“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.