შუა ამაღლების საჯარო სკოლის მეათეკლასელი, „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ ლინდა სიხარულიძე მუნიციპალიტეტის მერმა დააჯილდოვა
13-07-2022
2022 წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლინდა სიხარულიძე გახდა.
ეს უდიდესი წარმატება „ეტალონ მოსწავლეს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ პირადად მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს