ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების კურსი წარმატებით გაიარეს
13-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ ლია ნადირაძის ხელმძღვანელობით, ვიზუალური პროგრამირების ერთ კვირიან საიუბილეო კურსში ჩაერთვნენ.
კურსი თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმის“ მიერ განხორციელდა.
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს ციფრული ტექნოლოგიების შესწავლაში, მომავლის პროფესიის შერჩევასა და შემოქმედებით განვითარებაში.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლა ულოცავს წარმატებას: მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ნოზაძეს, მე-5 კლასის მოსწავლეებს: ანი ცუხიშვილს, საბა ჭიღლაძეს, ნოდარ ცუხიშვილს, მარი ჭიღლაძეს, ბარბარე ცუხიშვილს, გიორგი ღუღუნიშვილს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს