„საჩხერის ისტორიული ღირსშესანიშნაობები“-საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი პროექტი თუ აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, VI
გ კლასმა პროექტზე - „საჩხერის ისტორიული ღირსშესანიშნაობები“ იმუშავა.
„მოვინახულეთ ციხე „მოდინახე“. ბავშვებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- „ლეგენდა მოდინახის ციხეზე“;
- „საწერეთლო“;
- „არქეოლოგიური გათხრები“;
- „არქიტექტურა“.
დღემ ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა. ბავშვებმა გააცოცხლეს აკაკი წერეთლის შემოქმედება, წარმოადგინეს ისტორიული პრეზენტაციები, იცეკვეს, იმღერეს... პროექტი შედგა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეომასალა: