ციხისძირის საჯარო სკოლის 6 წარჩინებული კურსდამთავრებული სიგელით დაჯილდოვდა
13-07-2022
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლას ექვსი მედალოსანი: მარიამ ანთაძე, მართა ბეჟანიძე, ნინო კვესიეიშვილი, ჯანრი ბერიძე, გვანცა ოქროპირიძე და დაჩი დიასამიძე ჰყავს.

მედალოსან მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისთვის სიგელები გადასცა.

„გილოცავთ პატარა მეგობრებო, წარმატება გქონოდეთ მუდამ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203