„დიდი სიყვარულით გელოდებით ჩვენს ცოდნის ტაძარში“- საყულიის საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად ემზადებიან
13-07-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.

მომავალმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა ბაღი საზეიმო ვითარებაში უკვე დაასრულეს და შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს.

„ჩვენო ძვირფასო მომავალო პირველკლასელებო, დიდი სითბოთი და სიყვარულით გელოდებით ჩვენი ცოდნის ტაძარში. საინტერესო და ნაყოფიერი მომავალი თითოეულ თქვენგანს გვეიმედებით. მადლობა საყულიის N15 საბავშვო ბაღის დირექტორს და თითოეულ თანამშრომელს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203