„გვჯერა კიდევ არაერთხელ ასახელებს სკოლას“- პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ბუბა ბარათელი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
13-07-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ბუბა ბარათელს, რომელმაც 2019-2020 სასწავლო წელს წარჩინებით დაამთავრა საბაზო საფეხური, პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ბუბას და ვუსურვებთ წარმატებებს, გვჯერა კიდევ არაერთხელ ასახელებს სკოლას და სოფელს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203