ნოსირის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ლიზი ბესელია და გვანცა ჯანაშია კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
13-07-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ლიზი ბესელია და გვანცა ჯანაშია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ლიზი ბესელიასა და გვანცა ჯანაშიას წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„დღეს ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ლიზი ბესელიასა და გვანცა ჯანაშიას ლეპტოპები გადაეცათ. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მათ მომავალშიც!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203