ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სხვადასხვა კლასებში სასწავლო წლის შემაჯამებელი აქტივობები: პროექტები, ზეპირი გამოცდები, დიაგნოსტიკური ტესტირებები და ბლიც კითხვები გაიმართა.
„პანდემიისა და დიდთოვლობის გამო ხშირი იყო მოსწავლეთა გაცდენები, რამაც არაერთი დაგეგმილი აქტივობის განხორციელებაში შეგვიშალა ხელი. ამ პრობლემების მიუხედავად სასწავლო წელი დადებითად შეჯამდა. მოსწავლეებმა საგნის მასწავლებლებისგან და სკოლის დირექციისგან მიიღეს განმავითარებელი შეფასება.
იმედი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წელი უფრო ნაყოფიერი იქნება. წარმატებებს და ბედნიერ დასვენებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: