„ჩემო პატარებო, ძალიან შემიყვარდით და მიძნელდება თქვენთან განშორება“- ახალციხის N5 სკოლის მე-4 კლასის პედაგოგის ემოციური წერილი მოსწავლეებს
13-07-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის 4 კლასი დაასრულეს და პირველ მასწავლებლებს ემოციურად დაემშვიდობნენ.
„ჩემმა პატარებმა, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა დაამთავრეს დაწყებით სკოლის ოთხი კლასი. ალბათ, ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მე-4 კლასს ასრულებინებენ, განსაკუთრებით აქტიურად ესმით მოსწავლეებისაგან წუხილი, რომ მომავალ წელს ის მათი მასწავლებელი აღარ იქნება. მეც ამ მასწავლებელთა რიგში ვარ, მაგრამ მათგან განსხვავებით მე მხოლოდ ორი წელი მომიწია თქვენთან ერთად ყოფნა. ჩემო პატარებო, ამ ორი წლის განმავლობაში ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ძალიან შემიყვარდით და მიძნელდება თქვენთან განშორება. ბევრი ბედნიერი ღიმილით დატვირთული დღეები გავატარეთ ერთად და გავაცნობიერეთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა! მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი მოახერხებთ და თქვენ წვლილს შეიტანთ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში ჩემო პატარებო! მე თქვენ მიყვარხართ გილოცავთ, გეხვევით და გეფერებით. სიყვარულით თქვენი მედეა მასწავლებელი“, - ვკითხულობთ მეოთხეკლასელების პედაგოგის, მედეა გელაძე-მერაბიშვილის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს