ჭახათის საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ნინო ხახუტაიშვილი სიგელით დაჯილდოვდა
13-07-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სკოლა წარჩინებით დაასრულა ოქროს მედლის კანდიდატმა, ნინო ხახუტაიშვილმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელი გადაეცა.

მედალოსან მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისთვის სიგელები გადასცა.

„კიდევ ერთი სასიხარულო დღე სკოლის ისტორიაში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფასიანი საჩუქრებით და სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები.

ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს და განსაკუთრებით ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსან ნინო ხახუტაიშვილს! წარმატებები არ მოკლებოდეს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203