ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა თევზაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
13-07-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანა თევზაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი სკოლის დირექტორმა ლია შატაკიშვილმა საზეიმოდ გადასცა და წარმატება მიულოცა. 

„ანა თევზაძე ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, რომელსაც გადაეცა დამსახურებული ჯილდო, გილოცავთ ანა, გისურვებთ წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავს დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203